პროექტის სახელწოდება: „24 მარტი-ტუბერკულოზთან ბრძოლის საერთაშორისო დღე“
კლასი: VIII, IX, X, XI
მოსწავლეთა რაოდენობა: 7 მოსწავლე
პროექტის ხანგრძლივობა: 1 თვე
პროექტის იდეა და მიზნები: მოსწავლეები მოიძევენ ინფორმაციას ტუბერკულოზის შესახებ. ამზადებენ ბუკლეტებს და ურიგებენ სკოლის ყველა მოსწავლეს, აკეთებენ პრეზენტაციას სლაიდების გამოყენებით და რათა მიაწოდონ შესაბამისი ინფორმაცია აღნიშნული დაავადების შესახებ, ესენია: დაავადების გამომწვევი ბაქტერია, მისი გავრცელების გზები, დაავადების სიმპტომები, რისკ-ფაქტორთა ჯგუფები, სტიგმა, ვაქცინაცია, მკურნალობის საშუალებები, ტუბერკულოზთან ბრძოლის თანამედროვე სტრატეგიაზე დაფუძნებული პროგრამა საქართველოში.
პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები მოძევენ ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით. მიიღებენ კონსულტაციებს კომპეტენტური პირებისგან, ამზადებენ ბუკლეტებსდა სლაიდებს.
საჭირო რესურსები: ინტერნეტი, სახელმძღვანელოები, კომპეტენტური პირები
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები ეცოდინებათ ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერიის, მისი გავრცელების გზების, დაავადების სიმპტომების შესახებ. ასევე შეიტყობენ იმ ადამიანების შესახებ რომლებიც შეიძლება მოხვდენენ რისკ-ფაქტორთა ჯგუფში. მოსწავლეებს ეცოდინებათ რომ დაუშვებელია დაავადებულთა სტიგმატიზაცია. აუცილებელია ვაქცინაცია. აგრეთვე შეიტყობენ, რომ საქართველოში არსებობს ტუბერკულოზთან ბრძოლის თანამედროვე სტრატეგიაზე დაფუძნებული პროგრამა.
მოსწავლეებს განუვითარდებათ უნარი მოიძიონ, დაამუშაონ და სხვებს გაუზიარონ ინფორმაცია.
X კლასი
პროექტის მიზანია ბავშვები გაეცნონ, თუ რა არის ალერგია, მის გამომწვევ მიზეზებს, ალერგიული რეაქციის მრავალფეროვან სიმპტომებს, ალერგენებს (ალერგიის გამომწვევი) და ალერგიისგან თავდაცვის ეფექტურ საშუალებებს, მემკვიდრულ განწყობას ალერგიის მიმართ, ალერგიულ დაავადებებს და მათ სტატისტიკას საქართველოსა და მსოფლიოში, ალერგიის პროფილაქტიკას ბავშვებში. ისაუბრებენ ასთმის, პოლინოზის, ალერგიული რინიტისა და ალერგიული კონიუნქტივიდის, ატოპიური და კონტაქტური ეგზემის, ალერგიის ყველაზე ხშირად გამომწვევი მედიკამენტების, საკვებისმიერი და ობის ალერგიის, ცხოველების, მწერების ნაკბენის და ოთახის მტვრის ტკიპის მიმართ ალერგიის შესახებ.
პროექტის სახელწოდება: „C ჰეპატიტი“
კლასი: X
მოსწავლეთა რაოდენობა: 30
პროექტის ხანგრძლივობა: 3 კვირა
პროექტის მიზანი: მოსწავლეები მოიძევენ ინფორმაციას C ჰეპატიტის შესახებ (ვირუსის ტიპები, ინფიცირების გზები, დაავადების სიმპტომები, მკურანლობის გზები, ფსიქოლოგიური მხარდაჭერის აუცილებლობა დაავადებულებისთვის, 2015 წელს ამოქმედებული სახელმწიფო პროგრამა: „ C ჰეპატიტის სრული ელიმინაცია საქართველოში“)
პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები მოიძევენ შესაბამის მასალას ინტერნეტის და სახელმძღვანელოების საშუალებით. დაგეგმავენ ვიზიტს ექიმთან გააკეთებენ პრეზენტაციას
საჭირო რესურსები: ინტერნეტი, სახელმძღვანელოები, ექიმი ჰეპატოლოგი, ფორმატი, ფოტოები, კალამი
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები საფუძვლიანად გაეცნობიან C ჰეპატიტის დაავადების შესახებ ინფორმაციას, შეიტყობენ თუ რა ტიპის ვირუსები იწვევენ დაავადებას, როგორ ხდება ინფიცირება, როგორია დაავადების სიმპტომები, რა წესები უნდა დავიცვათ დაავადების თავიდან აცილების მიზნით, თუ როგორი ფსიქოლოგიური მხარდაჭერა სჭირდებათ დაავადებულებს განსაკუთრებით მკურნალობის პერიოდში, შეიტყობენ აგრეთვე რომ 2015 წლის მთავარი გამოწვევა საქართველოს მთავრობისთვის არის C ჰეპატიტის სრული ელიმინაცია საქართველოში
მოსწავლეებს განუვითარდებათ უნარი მოიძიონ, დაამუშაონ და სხვებს გაუზიარონ ინფორმაცია
პროექტის სახელწოდება: „გენური ინჟინერია“
კლასი: IX
მოსწავლეთა რაოდენობა: 21 მოსწავლე
პროექტის ხანგრძლივობა: 1 თვე
პროექტის მიზანი: მოსწავლეები შეიტყობენ შემდეგს-მეთოდები და ტექნოლოგიები რომელსაც გულისხმობს გენური ინჟინერია, რომელთა გამოყენებით შესაძლებელია ახალი გენეტიკური მასალის მიღება; მაღალი გამძლეობისა და მაღალმოსავლიანი მცენარეული კულტურების მოყვანა ამ მეთოდების გამოყენებით; მსოფლიოს მოსახლეობის დამოკიდებულება გენმოდიფიცირებულ საკვების მიმართ; გავლენა, რომლესაც ახდენს ასეთი საკვების მიღება ადამიანის ორგანიზმზე; რა ძირითადი გართულებები ახლავს გენმოდიფიცირებული საკვების გამოყენებას; რა გავლენას ახდენს გენმოდიფიცირებული საკვები ანტიბიოტიკებით მკურნალობაზე; გენმოდიფიცირებული კულტურების წარმოება კონტროლირებადია; მდგომარეობა ამ მხრივ საქართველოში-გვაქვს თუ არა ლაბორატორია, სადაც გავიგებთ შემოტანილი პროდუქტის რა ნაწილია გენმოდიფიცირებული; გენური ინჟინერიის გამოყენება მედიცინაში; უკავშირდება თუ არა გენმოდიფიცირებული საკვების წარმოება ბიზნეს ინტერესებს თუ მსოფლიო მოსახლეობის კვების პრობლემის გადაწყვეტას ემსახურება ის.
პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები მოიძევენ ინფორმაციას და ფოტოებს ინტერნეტისა და შესაბამისი სახლემძღვანელოების დახმარებით, შეადგენენ კითხვარს და ჩაატარებენ გამოკითხვას სკოლის მოსწავლეებს შორის, გაიგებენ თუ რა ინფორმაციას ფლობენ მოსწავლეები გენმოდიფიცირებული პროდუქტებისა შესახებ, გააკეთებენ პრეზენტაციას
საჭირო რესურსები: ინტერნეტი, სახელმძღვანელოები, ფოტოები, კალამი, ფორმატის ფურცელი.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცონად და მიიღებენ ახალ ინფორმციას გენური ინჟინერიისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტების შესახებ.
განუვითარდებათ უნარი მოიძიონ და დაამუშაონ ინფორმაცია, ჩაატარონ გამოკითხვა
პროექტის სახელწოდება: „ჯანსაღი კვება“
კლასი: VIII
მოსწავლეთა რაოდენობა: 30 მოსწავლე
პროექტის ხანგრძლივობა: 3 კვირა
პროექტის მიზანი: გააცნობიერონ მოსწავლეებმა სწორი კვების მნიშვნელობა ჯანმრთელობისათვის. იცოდნენ კვების რეჟიმის მნიშვნელობა და კვების დღიური რეჟიმის შედგენა საკვებში ორგანული ნივთიერებებისა და ვიტამინების შემცველობის მიხედვით. იცოდნენ ორგანიზმისთვის საჭირო ყველა აუცილებელი ნივთიერებები
პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები მოიძევენ მასალას ინტერნეტის საშუალებით კვების რეჟიმის, საკვების კალორიულობის, ორგანული ნივთიერებების და ვიტამინების შემცველობის რაოდენობის შესახებ სხავადასხვა საკვებ პროდუქტში. შეადგენენ სქემებს და კვებით პირამიდებს. გაოიყენებენ შესაბამის ფოტოებს.
საჭირო რესურსები: ინტერნეტი, სახელმძღვანელოები, კალამი, ფორმატები.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს ეცოდინებათ სწორი კვების მნიშვნელობა. შეიტყობენ ორგანიზმისათვის საჭირო და აუცილებელი ნივთიერებების შესახებ.
პროექტის სახელწოდება: ცხოვრების ჯანსაღი წესი
პროექტის იდეა და მიზნები: პიროვნების განვითარებისთვის აუცილებელია ჯანსაღი და სუფთა გარემო და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.პროექტის მიზანია ბავშვებმა გაიაზრონ ჯანსაღი საკვების მიღების მნიშვნელობა, უარი თქვან სიგარეტზე და ალკოჰოლზე.გაიაზრონ თუ რა მნიშვნელობა აქვს სპორტს ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის
მონაწილეები: XI კლასის მოსწავლეები
პროექტის ხანგრძლივობა: 2 კვირა
აქტივობები: მოსწავლეები მოიძიებენ და დაამუშავებენ შესაბამის მასალას.
შექმნიან თვალსაჩინო მასალას. დაგეგმავენ ვიზიტს ექიმთან.გააკეთებენ სკოლაში გამოკითხვას და გამოავლენენ იმ მოსწავლეებს, რომლების მისდევენ სპორტს.დააკეთებენ პრეზენტაციას.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ცხოვრების ჯანსაღი წესის შემუშავებისა შესახებ.
ორგანიზმზე ნიკოტის და ალკოჰოლის მავნე ზემოქმედების შესახებ. სკოლაში გამოვლინდება მოსწავლეები, რომლების მისდევენ სპორტს, რაც დადებითი მაგალითი იქნება სხვა მოსწავლეებისთვის.განუვითარდებათ უნარი მოიძიონ და დაამუშაონ ინფორმაცია, ჩაატარონ კვლევები და ასევე სხვას გაუზიარონ ინფორმაცია
პროექტის სახელი: 1 დეკემბერი-შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე
პროექტის მთავარი იდეა : შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) მსოფლიოს და საქართველოს მოსახლეობისათვის ერთ–ერთმნიშვნელოვან პრობლემად რჩება.მისგან დაცული და დაზღვეული არავინაა–არც ერთი ადამიანი, არც ერთი ოჯახი. არ დავუშვათ აივ/შიდსთან ასოცირებული სტიგმა და დისკრიმინაცია. ვებრძოლოთ დაავადებას და არა დაავადებულებს.
პროექტის მიზანი: მოსწავლეები მოიძიებენ დამატებით ინფორმაციას შიდსის შესწავლის ისტორიის,გავრცელების არეალების, კლინიკურინიშნების და მათი თავიდან აცილების საშუალებების შესახებ. ხელი შეუწყოს მოსწავლეებში ტოლერანტობის, სამართლიანობისა და კანონისპატივისცემის განვითარებას, მოსწავლის მიერ საკუთარი უფლებამოვალეობის გაცნობიერებას, ჯანმრთელობის დაცვისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება, თავისუფლების პასუხისმგებლობის გაზიარება, აღწერს იმ საშიშროებებს, რაც მოსდევს მოზარდების მიერ თამბაქოს,ალკოჰოლისა და ნარკოტიკების გამოყენებას, განიხილავს შესაბამის სტატისტიკურ მონაცემებს საქართველოსა და მსოფლიოსათვის, ასახელებსეფექტური პრევენციული ღონისძიებების მაგალითებს, მოსწავლეები ირჩევენ მონაცემების წარმოდგენის ფორმებსა და საშუალებებს დაწარმოადგენენ მას აუდიტორიის წინაშე, პროექტის შექმნა ,წარმართვა და დაცვა აუდიტორიის წინაშე, ჩამოუყალიბდებათ საორგანიზაციო დაჯგუფური მუშაობის ჩვევები.
პროექტის სრული აღწერა:
I.მოსწავლეების მიერ წიგნებიდან და ინტერნეტიდან მასალების მოძიება შემდეგი საკითხების შესახებ:
ა)რა არის შიდსი,
ბ)შიდსის ვირუსის წარმოშობის ვერსიები,
გ)როგორ გადაეცემა შიდსის ვირუსი,
დ)რა სიმპტომები ახასიათებს შიდსს,
ე)ვინ მიეკუთვნებიან მაღალი რისკის ჯგუფებს,
ვ)როგორ ხდება ადამიანის ინფიცირების დადგენა,
ზ)შეიძლება შიდსისაგან განკურნება?
თ)როგორ დავიცვათ თავი შიდსისაგან,
ი)როგორია შიდსის ეპიდემიოლოგია მსოფლიოში,
კ)შიდსის ეპიდემიოლოგია საქართველოში და შიდსის ცენტრის სტატისტიკა.
ლ)მსოფლიო შიდსის დღე.
II.კითხვარების საშუალებით სკოლის მოსწავლეთა შორის კვლევის ჩატარება.
კითხვარი:
1.იცი თუ არა რა არის შიდსი? კი არა
2.შესაძლებელია თუ არა შიდსით დაავადებული ადამიანის განკურნება? კი არა
3.იცი თუ არა როგორ გადაეცემა შიდსი? კი არა
4.იცი თუ არა როგორ არ გადაეცემა შიდსი? კი არა
III.შედეგების ანალიზი და წარმოდგენა
მონაწილეთა ასაკი: IX, X კლასის მოსწავლეები.
პროექტის ხანგრძლივობა :3 კვირა.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
ა)მასალის მოძიება წიგნებიდან და ინტერნეტიდან
ბ)გამოკითხვის ჩატარება
გ)შედეგების ანალიზი
დ)პრეზენტაცია
სამუშაო ენა: ქართული.
შეფასების რუბრიკა:
კრიტერიუმები
|
3-4 ქულა
|
5-6 ქულა
|
7-8 ქულა
|
9-10 ქულა
|
აქტიურობა და ჩართულობა
|
არ არის ჩართული პროექტში
|
ნაკლებადაა ჩართული პროექტის მსვლელობაში
|
ჩართულია პროექტის მსვლელობაში
|
აქტიურადაა ჩართულუ და კარგად ართმევს თავს მოვალეობებს
|
ჯგუფში მუშაობა
|
პროექტის განმავლობაში არ მონაწილეობს ჯგუფურ მუშაობაში
|
ნაკლებაა ჩართული ჯგუფურ მუშაობაში
|
კარგად მუშაობს ჯგუფში, მაგრამ აქვს ხარვეზები
|
აქტიურადაა ჩართული ჯგუფურ მუშაობაში
|
პრეზენტაცია
|
დარღვეულია ლოგიკა, თემა ბუნდოვანია, ვერ ახერხებს პრეზენტაციას
|
ნაწილობრივაა გასაგები და განმარტებას მოითხოვს
|
ლოგიკურადაა აგებული, თუმცა შეინიშნება ხარვეზები
|
თემა ლოგიკურადაა აგებული, წარმოდგენილი საკითხები ნათელია, პრეზენტაცია თვალსაჩინო და გასაგებია
|
საერთო შთაბეჭდილება
|
ვერ ერკვევა და უარყოფით შთაბეჭდილებას ტოვებს
|
ნაწილობრივ ერკვევა პროექტის იდეში და გამოავლინა საშუალო ტენდენციები
|
ჩერთო პროექტის მსვლელობაში, მაგრამ არა აქტიურად და საერთო ჯამში დადებითი შთაბეჭდილება დატოვა
|
სრულყოფილად შეასრულა პროექტით გათვალისწინებული ამოცანები, არის აქტიური, მიზანი მიღწეულია
|
თემა: „ევოლუცია და კრეაციონიზმი“
მონაწილეები: X და IX კლასის მოსწავლეები
პრეზენტაციის ნაწილის შინაარსი: მოსწავლეებმა ისაუბრეს სამყაროს წარმოშობის მეცნიერული და კრეაციონული კონცეფციების შესახებ
1.რეზო კვრიკაშვილი (X კლასი)
ისაუბრა ევოლუციური თეორიაზე-როგორც ცოცხალი ბუნების ისტორიული განვითარება ერთი ფორმის ორგანიზმთა მეორედ გარდაქმნის გზით, სახეობათა ცვალებადობის დასაბუთება, ორგანიზმთა განვითარების მიზეზებისა და კანონზომიერებათა დადგენა მათი თავდაპირველი წარმოშობიდან დღემდე.
ისაუბრა კრეაცონიზმზე, როგორც-იდეალისტური მიმართულება ბიოლოგიაში, რომელსაც მიაჩნია რომ სამყაროს, დედამიწის, სიცოცხლის წარმოშობა, ორგანული სამყაროს ფორმირების მრავალფეროვნება ღვთის შემოქმედების შედეგია.
მოიყვანა შედარებები ევოლუციურ შეხედულებასა და ბიბლიურ მოწმობას შორის. დედამიწის განვითარების ერები და პერიოდები შეუსაბამა „შესაქმეს“ დღეებს.
2.ქეთი ბრეგვაძე (IX კლასი)
ისაუბრა დედამიწის ასაკზე, თუ როგორ ითვლის მას მეცნიერება და რელიგია
მოგვაწოდა ინფორმაცია თუ სად და როგორ დაიწყო კრეციონიზმისა და ევოლუციონიზმის კონფრონტაცია.
ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი ჩ.დარვინის ევოლუციური თეორიის დამატკიცებელი საბუთების და ბიბლიის სწავლების შესახებ
წარმოადგინა სამეცნიერო დარგების დამფუძნებელი კრეციონისტი მეცნიერები.
ისაუბრა ჩარლზ დარვინის ცხოვრების მნიშვნელოვან ეპიზოდებზე, ასევე თუ როდის ჩაეყარა ევოლუციონიზმს საფუძველი.
3.შოთა ჯინჯიხაძე (IX კლასი)
განიხილა მაკრო და მიკროევოლუციის რაობა მეცნიერების და რელიგიის ასპექტში.
განმარტა თუ როგორ ხდება ნამარხი ორგანიზმების ასაკის დადგენა.
ისაუბრა ანთროპულ პრინციპზე.
4.მარიამ ნიქაბაძე (IXკლასი)
ისაუბრა თუ როგორ აღწერდნენ ბუნების კანონებს ანტიკური ხანის მეცნიერები.
ისაუბრა იმ კარდინალურ გარდატეხაზე, რომელმაც ხელი შეუწყო თანამედროვე მეცნიერების განვითარებას, კერძოდ თუ როგორ დაიწყო გალილეო გალილეით და ისააკ ნიუტონით ახალი ფიზიკა და როგორ ჩაენაცვლა ის არისტოტელეს ფიზიკას. მოიყვანა მაგალითები, სადაც განხილული იქნა გალილეო გალილეის, ისააკ ნიუტონის და ალბერტ აინშტაინის აღმოჩენები ფიზიკაში.
ისაუბრა ლაპლასისა და კეპლერის შრომებზე, რომელიც ეხებოდა ციურ სხეულთა მექანიკას და პლანეტების წარმოშობას.
5.მარიამ გიორგაძე (X კლასი)
ბუნება როგორც გადაშლილი წიგნი:განმარტა თუ რას შეისწავლის მეცნიერება სემიოტიკა, განმარტა მისი მიმართულებები: სინტაქტიკა, სემანტიკა და პრაგმატიკა.თუ როგორ ეხმარება და იყენებს ბიბლეისტი მას ბიბლიის ტექსტის წაკითხვა-გაგებისას და შეადარა იგი ბუნებას-როგორც წიგნს,რომელშიც ასევე არის ნიშნები და ნიშანთა ერთობლიობები, რომელთა უკანაც რაღაც აზრია, არ მის „წაკითხვაში“ გვეხმარება.
საბოლოო დასკვნის სახით წარმოადგინა რომ, საითკენაც არ უნდა მივაპყროთ ჩვენი მზერა, რაც არ უნდა წარმოადგენდეს ჩვენი დაკვირვების ობიექტს, ჩვენ ვერსად ვერ ვაწყდებით წინააღმდეგობას მეცნიერებას და რელიგიას შორის. პირიქით, ჩვენ კონსტანტირებას ვუკეთებთ მათ აბსოლუტურ ჰარმონიას ძირითად პუნქტებში, განსაკუთრებით კი ბუნებისმეტყველების დარგში. როგორც რელიგია, ასევე მეცნიერებასაბოლოო ჯამში ეძებს ჭეშმარიტებას და მიდის ღვთის აღიარებამდე: რელიგია ადიდებს უფალს დასაწყისშივე, მეცნიერება კი-ყოველი აზრის ბოლოს.
დასასრულს ნაჩვენები იქნა ვიდეომასალა პირველი აფეთქებიდან დღემდე თუ როგორ ხდებოდა დედამიწის ფორმირება, ასევე პრეზენტაციისთვის გამოყენებული იქნა სლაიდები.
eTwinning 2017-2018/"FLIPPED SCHOOL"
პროექტი შექმნილია იმისათვის, რომ მოსწავლეებმა გამოიყენონ შებრუნებული საკლასო ოთახის სწავლის მეთოდები, ნაცვლად სწავლების ტრადიციული მეთოდებისა, ამისათვის მათთვის სახლში სამუშაოდ გაკვეთილები მომზადებულია ვებ 2.0 ინსტრუმენტების გამოყენებით. სკოლაში კი ასრულებენ შესაბამის დავალებებს ასევე ვებ 2.0 ინსტრუმენტების გამოყენებით.
პროექტში ჩვენი პარტნიორი ქვეყნები არიან რუმინეთისა და თურქეთის სხვადასხვა ქალაქების სკოლები. პროექტის ფარგლებში გვქონდა ონლაინ ჩართვა პარტნიორ სკოლებთან, რამაც მოსწავლეებს მისცა საშუალება გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის თავიანთი შთაბეჭდილებები პროექტთან დაკავშირებით.
პროექტის მასალები განთავსებულია ითვინინგის პორტალზე. აღნიშნული პროექტი გრძელვადიანია.
eTwinning 2017-2018/ "H.E.L.P. (HOW EFFECTIVE LEARN PEOPLE?)"
პროექტი ხორციელდება პროგრამა ითვინინგის ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს დაეხმაროს დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებს წარმატების მიღწევაში სწავლის ხარისხის, ეფექტურობის და სარგებლიანობის გაზრდის გზით.
ვფიქრობთმ რომ კლასთან ეფექტური კომუნიკაცია ამისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია, რის განხორციელებაშიც ხელს გვიწყობს პროექტით დაგეგმილი მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები. აღსანიშნავია, რომ პროექტში ჩართულ მოსწავლეებს ძალიან მოწონს შეთავაზებული აქტივობები და თავიანთი შედეგები.
eTwinning project 2017-2018 / "When a Photo Talks"
ითვინინგის წლის თემაა კულტურული მემკვიდრეობა. ამასთან დაკავშირებით ჩვენს ბერძენ, იტალიელ და უკრაინელ პარტნიორებთან ერთად განვახორციელეთ აქტივობები, რისი საშუალებითაც ერთმანეთს გავაცანით ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ელემენტები, კერძოდ, გავაცანით ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი და ქართული მარანის დანიშნულება. მათ კი დაგვიხატეს ეპიზოდები (მათი თვალით დანახული და აღქმული) ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
eTwinning project 2017-2018/"P.E.A.C.E."
პროექტში მონაწილეობა მიიღო ევროპის 17-მა ქვეყანამ და გაგრძელდა ხუთი თვის განმავლობაში. მისი მიზანი იყო ბავშვებს გაეაზრებინათ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ისეთ გარემოში ცხოვრება, სადაც არის მშვიდობა, სიყვარული, ურთიერთპატივისცემა და ჰარმონიულობა ადამიანებს შორის. პროექტზე მუშაობისას გამოვიყენეთ სხვადასხვა სახის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
სამუშაო პროცესში შესრულდა შემდეგი აქტივობები:
სექტემბერი: მასწავლებლებისა და მოსწავლეების ურთიერთგაცნობა ( ერთმანეთს გავაცანით ჩვენი ქვეყანა, ქალაქი, სკოლა. მოსწავლეებმა დახატეს ლოგოები, შექმნეს პოსტერები. მოვნიშნეთ რუკაზე ჩვენი სკოლა).
ოქტომბერი: გავაკეთეთ მშვიდობის თემაზე ვიდეო და ავტვირთეთ თვინსფეისზე.
ნოემბერი: შევქმენით ნახატები მშვიდობის თემაზე.
დეკემბერი: ფოსტით ერთმანეთს გავუგზავნეთ საკუთარი ხელით შექმნილი ბარათები.
იანვარი: პროექტი გავაცანით ჩვენი სკოლის დანარჩენ მოსწავლეებს და შევაფასეთ ის.
eTwinning project 2017-2018 / "GREEN SCHOOL "
პროექტში ვმონაწილეობთ თურქეთის, იტალიის და აზერბაიჯანის სკოლებთან ერთად.
პროექტის მიზანია მოსწავლეებში გარემოს დაბინძურების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
გარემოს დაბინძურების მინიმალიზირება ნარჩენების გადამუშავების ან მათგან დეკორატიული ნივთების შექმნის საშუალებით.
გაცნობიერება იმისა, რომ ბუნება და გარემო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანებისათვის.
მოსწავლეებში ჯგუფური მუშაობისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება.
მოსწავლეებში ბუნებისადმი სიყვარულის და ჯანსაღი დამოკიდებულების გაზრდა, რათა მომავალმა თაობებმა ეკოლოგიური თვალსაზრისით უკეთეს გარემოში იცხოვრონ.
ვებ 2.0 ინსტრუმენტბის ეფექტური გამოყენება.
eTwinning project 2017-2018 / "When a Photo Talks"
პროექტის ფარგლებში შექმნილი ელექტრონული წიგნი, რომელიც მიეძღვნა ევროპის კულტურული მემკვიდრეობის წელს.
საბერძნეთი, იტალია, უკრაინა და საქართველო.
Publish at Calameo
eTwinning project 2017-2018 / LEGENDS FROM OUR COUNTRIES
პროექტში მონაწილეობა მიიღო ევროპის ოთხმა ქვეყანამ. მოსწავლეებმა ერთმანეთს გააცვნეს თავიანთი კულტურა და წარუდგინეს ლეგენდები თავიანთი ქვეყნების შესახებ. ასევე ერთმანეთს გაუგზავნეს ფოსტით ბარათები და მოვაწყვეთ ონლაინ შეხვედრა.
eTwinning project 2018-2019 / Linking Cultures Through Stellar Visits #eTwFor Culture
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცვნენ სხვა ქვეყნების კულტურას,
ლიტერატურას, ისტორიას, მითოლოგიას და ამოიცნეს ნიშნები, რაც ამ ერებს აერთიანებდათ.
სამუშაო ჯგუფები დაკომპლექტებული იყო პროექტში მონაწილე ყველა
ეროვნების მოსწავლეებით.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა ბევრი საინტერესო პროდუქტი:
·
გაკეთდა პრეზენტაცია ჩვენი ქალაქისა და სკოლის შესახებ
·
მობილური აპლიკაციით „tiny planet” შეიქმნა პლანეტა
·
დამზადდა ინტერნაციონალური პოსტერი
·
შეიქმნა კომიქსი ექვთიმე თაყაიშვილისა და პატარა უფლისწულის დიალოგის
შესახებ
·
გავაცოცხლეთ პერსონაჟები
ქართული მითოლოგიიდან
·
ქართული კულტურული მემკვიდრეობიდან ნაკლებად ცნობილი ელემენტების
წარდგენა
·
კოლაბორაციული თამაშის შექმნა
·
კოლაბორაციული ეპიზოდის შექმნა და მისი პერფორმანსი
eTwinning project 2018-2019 / Global Citizens
მიმდინარე
სასწავლო წელს ჩვენი
სკოლის Xკლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს პროექტში “Global Citizens”. პროექტის თანამონაწილეები იყვნენ იტალიელი,
ბერძენი, პოლონელი და ესპანელი მოსწავლეები.
პროექტის
მიზანი იყო მოსწავლეებში
-21-ე
საუკუნის გლობალური მოქალაქის ცნობიერების განვითარება;
-სხვადასხვა
ქვეყნებისა და მათი მოქალაქეების პატივისცემა, მიუხედავად მრავალფეროვნებისა;
-ტოლერანტობისა
და ურთიერთგაგების დამკვიდრება;
-ადამიანის
უფლებების ცოდნა;
-განსხვავებული
აზრის პატივისცემა;
თანატოლები
სხვადასხვა ქვეყნებიდან ჯგუფურად თანამშრომლობდნენ თითოეული აქტივობის და პროექტის
საბოლოო პროდუქტის შექმნის პროცესში.
eTwinning project 2018-2019 / e-SAFE
მიმდინარე სასწავლო წელს ჩვენი სკოლის IXკლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა
მიიღეს პროექტში "e-SAFE". პროექტში მონაწილეობა მიიღო ევროპის რამოდენიმე
ქვეყანამ.
პროექტის მიზნად ისახავდა
მოსწავლეეს შორის ციფრული სწავლების გაძლიერებას.
კულტურული ცნობიერების
ამაღლება ევროპეანას (XX საუკუნის მოკლე ისტორია) საშულებით. მრავალმხრივი
კომუნიკაციის განვითარება. ინგლისური ენის, როგორც ამ პროექტის ძირთადი სამუშაო ენის ცოდნის
გაუმჯობესება. ციფრული მოქალაქეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ცნობიერების
ამაღლება STEM სამეცნიერო პროექტების შესახებ.
პროექტის ფარგლებში
თანამშრომლობა ითვალისწინებდა ელექტრონულ უსაფრთხოებაზე დაფუძნებლ აქტივობებს.
პროექტის დასასრულს
შეიქმნა კოლაბორაციული ბროშურა ონლაინ უსართხოების შესახებ.
eTwinning project 2021-2022 / GEN Z Schools
პროექტში მონაწილეობდა 35 მასწავლებელი და 354 მოსწავლე
ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. სასკოლის ყველა მოსწავლეს და პერსონალს ესაჭიროება უსაფრთხო
და ხელშემწყობი სასკოლო გარემო წარმატების მისაღწევად, რაც მოითხოვს ყოვლისმომცველ
და კოორდინირებულ ძალისხმევას სკოლის მასშტაბით.
პროექტის მიზნებიდან და აქტივობებიდან გამომდინარე მოსწავლეებმა
შერეულ გუნდებში იმუშავეს თემებზე: სკოლის უსაფრთხოება, ბულინგი, ფსიქიკური ჯანმრთელობა
და ოცნების სკოლა, გაკვეთილების ხშირი გაცდენა, მრავალფეროვნება და ინკლუზია, მწვანე
სკოლები და მდგრადობა. მათ ჩაატარეს საკუთარი კვლევა, გააკეთეს სქემები, რომლებიც ასახავდა
სკოლის გაკვეთილების გაცდენების მიზეზებს. შეიქმნეს ერთობლივი ანტიბულინგის კალენდარი,
სიმღერა და ჟურნალი.
ასევე შეიქმნება ჩვენი ვებგვერდი, სადაც განთავსდება
პროექტის ყველა პროდუქტი, სკოლებში უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით.
eTwinning project 2021-2022 / Dream Your House, Build Your House
პროექტში მონაწილეობით მოსწავლეები გაეცვნენ თავიანთი ადგილის
ისტორიას
და
წარსულის
საგანძურს.
მათ მოინახულეს თავიანთ
ქალაქში
არსებული ისტორიული
მუზეუმი, რათა გაცნობოდნენ ანტიკური
ხანის
სასარგებლო
ნივთებს,
გაიგოთ მათი ფუნქცია
და
აღმოეჩინათ, თუ როგორ გამოიყენონ ისინი თანამედროვე ეპოქაში. ამავდროულად, ისინი გაეცვნენ სხვა ქვეყნების სკოლების
კულტურულ
მემკვიდრეობას.
მოსწავლეები შეეცადნენ გაეერთიანებინათ მუზეუმებში მათ მიერ არჩეული
ყველა
ობიექტი,
შეექმნათ საკუთარი
ვირტუალური
მუზეუმი
და
მოეწყოთ
საკუთარი
სახლი მათ მიერ არჩეული
წარსულის
საგნების გამოყენებით.
eTwinning project 2021-2022 / A.K.A. Better World
„რჩევები ბავშვებისგან უფროსებს უკეთესი სამყაროსთვის“ (A.K.A. Better World) პროექტით, ჩვენმა მოსწავლეებმა განახორციელეს ერთობლივი კვლევები თანატოლებთან
ერთად
თავიანთ ქვეყნებში.
ისინი შეხვდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს ჩვენს
მომავალთან
დაკავშირებით და წარუდგინეს მათ თავიანთი წინადადებები.
პროექტი მიზნად
ისახავს გაზარდოს
მოსწავლეების ცნობიერება სხვადასხვა სფეროებში,
როგორიცაა გარემოსდაცვითი ცნობიერება, კულტურა და
ბავშვთა უფლებები.
მოსწავლეები ყოველთვიურად წარუდგენდნენ რეკომენდაციებს გადაწყვეტილების მიმღებებს
შერჩეულ თემებზე.
ამ რეკომენდაციების წარდგენისას გამოყენებული იყო სხვადასხვა სახის ვებ
2 ინსტრუმენტები. პროექტის მიზანია გაზარდოს ჩვენი
მოსწავლეების თავდაჯერებულობა სკოლის ადმინისტრაციასა და ადგილობრივ ადმინისტრაციაში ვიზიტების
დროს. მათ ასევე საშუალება ქონდათ უკეთ
გაცნობოდნენ პარტნიორი
ქვეყნების კულტურას და
მათაც გააცნეს საკუთარი კულტურა.
ითვინინგ პროექტი 2022-2023ს.წ/ LEAD4PEACE
მიმდინარე სასწავლო წელს VI კლასის მოსწავლეები მონაწილეობას
იღებდნენ ითვინინგ პროექტში: LEAD4PEACE,
სადაც
თანამშრომლობას გვიწევდა 16 სკოლა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან (თურქეთი,
იტალია, საქართველო, საფრანგეთი, უკრაინა, პორტუგალია, საბერძნეთი, ჯორდანი, ჩრდილოეთ
მაკეონია,ლატვია).
პროექტი ძირითადად მიემართებოდა მდგრადი განვითარების
N16 მიზანს, რაც გულისხმობს მშვიდობის, სამართლიანობის და ძლიერი ინსტიტუტების განვითარებას.
მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეების
როლი, რათა გავუმკლავდეთ ჩვენს წინაშე არსებულ თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს.
მოსწავლეებმა შერეულ ჯგუფებში იმუშავეს თემებზე: მშვიდობა და ომი, ლტოლვილები და მოხალისეები,
მრავალფეროვნება, ინკლუზია, მდგრადობა, გარემოს დაცვა და კეთილდღეობა. პროექტის ფარგლებში
მათ ევროპელ თანატოლებთან ერთობლივი მუშაობისას შექმნეს მრავალფეროვანი საინტერესო
პროდუქტები.
No comments:
Post a Comment